Accentnews.ge
უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთმა წუხანდელი შეტევისას 15 დრონი გამოიყენა, ყველა გავანადგურეთ

უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთმა წუხანდელი შეტევისას 15 დრონი გამოიყენა, ყველა გავანადგურეთ

03/08/2023 06:24:27 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს ირანული წარმოების 15 უპილოტო საფრენი აპარატით(Shahed-136/131). შეტევა განხორციელდა რუსეთის ბრიანსკის ოლქიდან. უკრაინელი სამხედროების ცნობით, თავდაცვის ძალებმა 15-ვე დრონი გაანადგურეს.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ ამ მონაცემების გამოქვეყნებამდე, კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დედაქალაქზე დრონებით ზედიზედ მერვე შეტევა იყო და თავდაცვის ძალებმა 15-მდე უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ არ გავრცელებულა.

კიევში საჰაერო განგაში სამ საათს გაგრძელდა. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან კიევში საჰაერო განგაში 820-ჯერ გამოცხადდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S