Accentnews.ge
ბესიკ ამირანაშვილმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ბესიკ ამირანაშვილმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

02/08/2023 18:22:18 რეგიონები, რეკლამა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო თათბირი გაიმართა.

სამუშაო თათბირზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის:

  • რეგიონის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი შესრულების ვადები გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში;
  • მიუსაფარი ცხოველებისთვის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის აშენების საჭიროება.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში 6-ვე მუნიციპალიტეტის მერთან გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე - დავით ვარდიაშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი - მარინა გაჩეჩილაძე, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი - სოსო ალიბეგაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - დავით ლომიძე ესწრებოდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S