Accentnews.ge
იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს, 9:00 საათიდან განაახლებს მუშაობას

იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს, 9:00 საათიდან განაახლებს მუშაობას

02/08/2023 17:18:46 საზოგადოება

თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს 9:00 საათიდან განაახლებს მუშაობას.

იუსტიციის სახლში აცხადებენ, რომ მობილური იუსტიციის სახლების საშუალებით შეუფერხებლად მიმდინარეობს მზა დოკუმენტების გაცემა თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომის ტერიტორიიდან:

"მობილური იუსტიციის სახლების საშუალებით შეუფერხებლად მიმდინარეობს მზა დოკუმენტების გაცემა თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომის ტერიტორიიდან;მობილური იუსტიციის სახლები მომხმარებლებს, ამ რეჟიმში, 21:00 საათამდე მოემსახურება;მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ზომა იქნა მიღებული, გატარდა შესაბამისი ღონისიძიებები.იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრმა განაახლა მუშაობა და აგრძელებს მომხმარებლების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24 საათი;თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს 9:00 საათიდან განაახლებს მუშაობას."– ვკითხულობთ ოფიციალურ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის იუსტიციის სახლში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე ევაკუაცია გამოცხადდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S