
ფოთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
02/08/2023 15:24:23 საზოგადოება
ფოთში 76 წლის კაცი ზღვაში დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, კაცი ზღვაში შევიდა და შეუძლოდ გახდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მაშველებმა კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს და პირველადი დახმარების გაწევა სცადეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.