რუსეთში კომისარიატებისთვის ცეცხლის წაკიდება პოპულარული აქტივობა ხდება
02/08/2023 14:53:11 მსოფლიო
რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმში ბოლო 5 დღეში სამხედრო კომისარიატებში 28-ჯერ გაჩნდა ხანძარი.
“მედუზას” ინფორმაციით, 29 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმში მოქალაქეებმა მინიმუმ 28-ჯერ სცადეს ცეცხლის გაჩენა სამხედრო კომისარიატებისთვის ან თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული სხვა ობიექტებისთვის. 2022 წლის სექტემბერში რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა სამხედრო კომისარიატებზე.
ცეცხლის მოკიდების ყველაზე მეტი შემთხვევა მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და ყაზანში დაფიქსირდა, ხოლო პოდოლსკში ერთსა და იმავე სამხედრო კომისარიატს ორჯერ წაუკიდეს ცეცხლი.
სამხედრო კომისარიატებისთვის ცეცხლის გაჩენის შემთხვევები, ასევე, დაფიქსირდა სევეროდვინსკში, მოჟაისკში, ომსკში, კოპეისკში, კალუგაში, ულან-უდეში და ა.შ.


