
საქართველოდან რუსეთში მანქანების ექსპორტი შეიზღუდა
02/08/2023 14:49:26 ეკონომიკა
1 აგვისტოდან საქართველოდან რუსეთში ამერიკიდან შემოყვანილი მანქანების ექსპორტი შეიზღუდა.,– ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დაუდასტურეს.
"საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილ მანქანებზე 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა რეექსპორტზე/ექსპორტზე შეზღუდვა, ხოლო ევროპიდან შემოყვანილზე შეზღუდვა ამოქმედდება 26 სექტემბრიდან, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
2023 წლის 23 ივნისს მიღებულმა სანქციების ახალმა, მე-11 პაკეტმა აკრძალვა გაავრცელა: "ყველა ახალ და მეორად ავტომობილზე, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 1900 კუბურ სანტიმეტრს";"ყველა ელექტრონულ და ჰიბრიდულ ავტომობილზე".