Accentnews.ge
რა სახის მომსახურების მიღებაა შესაძლებელი ცენტრალურ იუსტიციის სახლში გამოცხადებული ევაკუაციის ფონზე

რა სახის მომსახურების მიღებაა შესაძლებელი ცენტრალურ იუსტიციის სახლში გამოცხადებული ევაკუაციის ფონზე

02/08/2023 14:40:48 საზოგადოება

იუსტიციის სახლი მოქალაქეებს თბილისის იუსტიციის სახლში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე გამოცხადებული ევაკუაციის გამო მზა დოკუმენტების მიღების ალტერნატიულ სერვისს სთავაზობს. კერძოდ, როგორც იუსტიციის სახლი აღნიშნავს, ამგვარი დოკუმენტების მიღება შესაძლებელია ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსებული მობილური იუსტიციის სახლის მიკროავტობუსებიდან.

მომსახურების მიღება ასევე შესაძლებელია თბილისის ვარკეთილისა და გლდანის იუსტიციის სახლებიდან.

"თბილისის იუსტიციის სახლში, ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, ევაკუაცია გამოცხადდა.

აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ -112-ს გადაეცა.

პროტოკოლის წესების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია შენობისგან განცალკევებულ უსაფრთხო ადგილას.

სამუშაო პროცესის აღდგენის შესახებ, დამატებით ინფორმაცია გამოქვეყნდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია იუსტიციის სახლის გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S