
თბილისის იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა
02/08/2023 12:07:16 საზოგადოება
თბილისის იუსტიციის სახლში, სადაც ასევე განთავსებულია ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტროს ნაწილი, ევაკუაცია გამოცხადდა.
არსებული ინფორმაციით, შესულია შეტყობინება შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის სავარაუდო არსებობის თაობაზე.
შენობა თბილისში, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1-ში მდებარეობს.