ბათუმის პორტთან გამართულ აქციაზე დაკავებული 23–ვე პირი თავისუფალია
02/08/2023 12:09:08 მსოფლიო
ბათუმის პორტთან გამართულ აქციაზე დაკავებული 23–ვე პირი თავისუფალია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს 8 პირის პროცესი გაიმართა, რომლებიც ბათუმის პორტთან ორი დღის წინ დააკავეს. ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, აქციის დროს სამართალდამცავებმა დაკავებისას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ასევე განმარტეს, რომ მშვიდობიან აქციაზე იმყოფებოდნენ და უკანონოდ მოხდა მათი დაკავება.
ცნობისთვის: სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას მოქალაქეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეთა შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. პოლიციამ 23 მოქალაქე დააკავა, მათგან 15 პირ გუშ.ინ გაათავისუფლეს


