
რუსეთმა ბალტიის ზღვაში წვრთნები დაიწყო
02/08/2023 11:11:02 მსოფლიო
რუსეთმა ბალტიის ზღვაში წვრთნები სახელწოდებით „ოკეანის ფარი-2023“ დაიწყო.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მანევრებში რუსეთის საზღვაო ძალების 30-ზე მეტი სამხედრო ხომალდი და კატერი, საზღვაო ავიაციის 30 თვითმფრინავი და დაახლოებით 6000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილებს.
უწყების განმარტებით, ღონისძიების მიზანია, შემოწმდეს სამხედრო-საზღვაო ძალების მზადყოფნა ოპერატიულად მნიშვნელოვან ზონაში ეროვნული ინტერესების დაცვის კუთხით და ასევე შტაბის მუშაობის თანმიმდევრულობა სხვადასხვა დონეზე.
„სწავლების დასრულების შემდეგ გემები თავიანთ მუდმივ ბაზებზე გაემართებიან, თვითმფრინავები კი თავიანთ აეროდრომებზე დაბრუნდებია", - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.