
პუტინი თურქეთს ეწვევა
02/08/2023 10:53:35 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თურქეთს ეწვევა. ამის შესახებ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი.
„პრეზიდენტი ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. საუბრისას ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას პუტინის თურქეთში ვიზიტთან დაკავშირებით", - ნათქვამია ერდოღანის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ადმინისტრაციაში ვიზიტის თარიღს არ აკონკრეტებენ.
გარდა ამისა, მისი ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი განაგრძობს ინტენსიურ ძალისხმევასა და დიპლომატიურ მიდგომას შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ გასაგრძელებლად.