Accentnews.ge
მშობელმა, რომლის შვილსაც NAEC-მა გამოცდის დანიშვნაზე უარი განუცხადა, შიმშილობა დაიწყო

მშობელმა, რომლის შვილსაც NAEC-მა გამოცდის დანიშვნაზე უარი განუცხადა, შიმშილობა დაიწყო

02/08/2023 10:28:20 საზოგადოება

შიმშილობა დაიწყო იმ აბიტურიენტის დედამ, რომლის შვილსაც "გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა" (NAEC) უარი განუცხადა გამოცდის დანიშვნაზე. ამის შესახებ ქალი სოციალურ ქსელში წერს და ითხოვს ამ ინფორმაციის გავრცელებას.

"მე ვიშიმშილებ მამამ, სანამ გამოცდების ეროვნული ცენტრის რობოტი დირექტორი არ დატოვებს თანამდებობას. ამასთან დაკავშირებით მივმართე საქართველოს პრეზიდენტს. ასევე, ვთხოვ ყველა ქვეყნის საელჩოს მისცენ ჩემს შვილს საშუალება იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, სადაც მისი მკურნალობის და განათლების მიღების უფლება არ დაირღვევა", - აცხადებს აბიტურიენტის დედა.

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", რომელიც ერთ-ერთი აბიტურიენტის უფლებებს იცავს, აცხადებს, რომ "გამოცდების ეროვნული ცენტრი" არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. კერძოდ, არ ნიშნავს დამატებით ტესტირებას იმ გამოსაცდელისთვის, რომელმაც გამოცდაზე მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.

27 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა იმ აბიტურიენტის სარჩელი, რომელიც მოითხოვდა ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაშვებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S