Accentnews.ge
ყირიმში, რუსულ ავიაბაზასთან აფეთქება მოხდა

ყირიმში, რუსულ ავიაბაზასთან აფეთქება მოხდა

02/08/2023 10:24:58 მსოფლიო

დროებით ოკუპირებულ ყირიმში, გვარდეისკოეს დასახლებაში მდებარე რუსული ავიაბაზის მახლობლად აფეთქება მოხდა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

„დასახლება გვარდეისკოეში, რომელიც სიმფეროპოლის რაიონში მდებარეობს, რუსული ავიაბაზა არის განლაგებული. აეროდრომი რუსეთის ფედერაციის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს ექვემდებარება. ტერიტორიაზე 37-ე შერეული საავიაციო პოლკი არის დისლოცირებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მედიის ცნობით, გარდა ამისა, დილით ყირიმის ხიდიც იყო დაკეტილი, ამჟამად მოძრაობა აღდგენილია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S