მოლდოვაში რუსეთის საელჩოს ავტომობილი შეეჯახა
02/08/2023 09:35:55 მსოფლიო
კიშინიოვში რუსეთის საელჩოს ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომობილის მძღოლი დააკავეს.
მოლდოვის პოლიცია აცხადებს, რომ ავარიის შესახებ შეტყობინება უწყებამ დილით ადრე მიიღო. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და როდესაც პოლიციამ შეჩერებისკენ მოუწოდა, მოთხოვნას არ დაემორჩილა, სვლა განაგრძო და გზად ორი ავტომობილი დააზიანა.
მისი დაკავება მხოლოდ ქალაქ სტრაშენთან შეძლეს, რომელიც რუსეთის საელჩოდან 20 კილომეტრში მდებარეობს. მძღოლის მოტივი უცნობია.
რუსეთის საელჩოში პროპაგანდისტულ რუსულ მედიარესურსს TASS განუცხადეს, რომ დაზიანებულ კარიბჭეს ამოწმებენ და მომხდარზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.


