Accentnews.ge
PHR: სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაუშვეს

PHR: სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაუშვეს

02/08/2023 08:49:34 საზოგადოება

სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) უარი განაცხადა ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაუშვას აბიტურიენტი, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო გამოცდაზე დასწრება.

ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი ავრცელებს. სწორედ ამ ორგანიზაციამ შეიტანა სასამართლოში სარჩელი.

NAEC-ს სასამართლომ დაავალა, რომ ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაუშვას აბიტურიენტი, რომელიც წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად არ დაუშვა ეროვნულ გამოცდაზე.

„დღეს პირველად თქვა, ჩემს მეხსიერებაში, სახელმწიფო ორგანომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი. NAEC-მა აბიტურიენტს მიწერა, რომ არ შეასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას – მიზეზი სამართლებრივად უმნიშვნელოა, რადგან სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის არა ერთი აბიტურიენტის ან ერთი გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, არამედ ქვეყანაში კანონის უზენაესობაზე დარტყმა. ერთი პრეცედენტის დაშვებაც კი, სასამართლოს გადაწყვვეტილების უპატივცემულობისა, საფრთხს უქმნის ყველა სხვა გადაწყვეტილებას რომ არ აღსრულდეს. რატომ აღასრულოს სხვამ გადაწყვეტილება თუ თვით ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი თქვა? ძალიან სერიოზულ სამართლებრივი კრიზისის დასაწყისია ეს“, – წერს სოციალურ ქსელში ანა არგანაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S