თურქეთში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად 10 ქარხანა დაიწვა, არიან დაშავებულები
02/08/2023 08:48:15 მსოფლიო
თურქეთში, ბურსას პროვინციაში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად 10 ქარხანა დაიწვა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლი პროვინციაში, ინეგოლის რაიონში ტყის მასალების გადამამუშავებენ ქარხანაში გაჩნდა და ქარის გამო კიდევ 9 ქარხანას მოედო.
მისი ინფორმაციით, ხანძარი შედუღების სამუშაოების დროს წარმოქმნილმა ნაპერწკლებმა გამოიწვია.
ხანძრის შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის მეხანძრე-მაშველები დაშავდნენ. დაშავებულებს დახმარება ახლომდებარე საავადმყოფოებში აღმოუჩინეს.


