ზელენსკი – ოდესაზე თავდასხმაზე: მსოფლიომ უნდა უპასუხოს, რუსეთი უნდა შეაჩერონ
02/08/2023 07:28:23 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდებს, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის საწყობების დაბომბვაზე რეაგირება მოახდინონ.
მისი თქმით, რუსეთი, რომელიც საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას, უნდა შეაჩერონ.
"რუსი ტერორისტები კვლავ ესხმიან თავს პორტებს, მარცვლეულს, გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას. მსოფლიომ უნდა უპასუხოს. როდესაც სამიზნე სამოქალაქო პორტებია, როდესაც ტერორისტები განზრახ ანადგურებენ ელევატორებსა კი, ეს საფრთხეა ყველასთვის ყველა კონტინენტზე. რუსეთის შეჩერება შესაძლებელია და რუსეთი უნდა შეჩერდეს“, - აცხადებს ზელენსკი.
რუსულმა ძალებმა დღეს დილით ოდესის პორტსა და მარცვლეულის საწყობებზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის გამოც, ზოგიერთ მათგანში ხანძარი გაჩნდა.


