Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: ბახმუტის მახლობლად მტერმა წარუმატებლად სცადა დაკარგული პოზიციის აღდგენა

უკრაინის გენშტაბი: ბახმუტის მახლობლად მტერმა წარუმატებლად სცადა დაკარგული პოზიციის აღდგენა

02/08/2023 06:07:50 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ფრონტზე 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბახმუტის მახლობლად, მოწინააღმდეგემ წარუმატებლად სცადა დაკარგული პოზიციის აღდგენა სოფელ კლეშჩიევკას ჩრდილოეთით და დასავლეთით.

გენერალურ შტაბში ასევე აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ 8 დარტყმა მიაყენა მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებს, ერთი კი საზენიტო-სარაკეტო სისტემას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S