გაერო-ში აშშ-ის ელჩი: ჩვენი ინფორმაციით, რუსეთი მზად არის, დაუბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმების“ მოლაპარაკებებს
02/08/2023 05:11:05 მსოფლიო
გაერო-ში აშშ-ის ელჩ ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, რუსეთი მზად არის, შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს.
მისი თქმით, რუსებს თუ სურთ, თავიანთი სასუქის გლობალურ ბაზარზე გატანა და სასოფლო-სამეურნეო ტრანზაქციების ხელშეწყობა, მაშინ „მოუწევთ, ამ შეთანხმებას დაუბრუნდნენ“.
„ჩვენ ვნახეთ მინიშნებები, რომ ისინი შეიძლება, დაინტერესდნენ დისკუსიებში დაბრუნებით. ასე რომ, ჩვენ დაველოდებით, არის თუ არა ეს რეალურად ასე“, – აღნიშნა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა.


