მედია: თურქეთში, შვედეთის საკონსულოს შენობის წინ საკონსულოს თურქი თანამშრომელი დაჭრეს
02/08/2023 05:07:23 მსოფლიო
თურქეთში, ქალაქ იზმირში, შვედეთის საკონსულოს თურქი თანამშრომელი საკონსულოს შენობის წინ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, – იუწყება Reuters.
მომხდარის გამო დააკავეს თურქეთის მოქალაქე, რომელიც რეგისტრირებულია აგრის პროვინციაში.
პოლიციის ცნობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინციდენტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შვედეთის გენერალური კონსული იზმირში გაემგზავრება.


