Accentnews.ge
ზელენსკი: არ დავუშვებთ, რაიმე პოლიტიკურმა მომენტებმა უკრაინელ და პოლონელ ხალხებს შორის ურთიერთობა გააფუჭოს

ზელენსკი: არ დავუშვებთ, რაიმე პოლიტიკურმა მომენტებმა უკრაინელ და პოლონელ ხალხებს შორის ურთიერთობა გააფუჭოს

02/08/2023 05:03:43 მსოფლიო

"არ დავუშვებთ, რაიმე პოლიტიკურმა მომენტებმა უკრაინელ და პოლონელ ხალხებს შორის ურთიერთობა გააფუჭოს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის და მთელი ევროპის თავისუფლებისთვის და მადლობელია ყველა ქვეყნის, ვინც ეხმარება.

"დიდად ვაფასებთ პოლონეთის ისტორიულ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენთან ერთად იქცა ევროპის ნამდვილ ფარად ზღვიდან ზღვამდე და ამ ფარში არ შეიძლება ერთი ბზარიც იყოს. ჩვენი ერების თავისუფლება და კეთილდღეობა, ჩვენი ევროპული ღირებულებები და გამარჯვება საერთო რუს მტერზე ყველაზე მაღლა დგას", - აღნიშნა ზელენსკიმ.

პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა მარჩინ ფშიდაჩმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დაიწყოს იმ როლის დაფასება, რასაც პოლონეთი კიევის დახმარებაში ასრულებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონეთის პრეზიდენტის მრჩევლის კომენტარს მიუღებელი უწოდა და პოლონეთის ელჩი უწყებაში დაიბარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S