Accentnews.ge
ყირიმში აფეთქების შესახებ იუწყებიან

ყირიმში აფეთქების შესახებ იუწყებიან

01/08/2023 19:32:22 მსოფლიო

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში აფეთქების შესახებ იუწყებიან. შესაბამისი განცხადება სევასტოპოლის დე ფაქტო გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა გააკეთა.

"წინასწარი მონაცემებით, ყირიმის ქალაქ ყარა-კობას ტერიტორიაზე ჩამოგდებულია უპილოტო საფრენი აპარატი. ადგილზე აფეთქება მოხდა, ბალახს და ბუჩქებს ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო ბრიგადები უკვე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე და დაიწყეს ცეცხლის ლოკალიზება“, - განაცხადა რაზვოჟაევმა.

ბოლო 2 კვირის განმავლობაში ანექსირებულ ყირიმში განხორციელდა დრონებით რამდენიმე შეტევა, მათ შორის რუსეთის სამხედრო პოლიგონსა და საბრძოლო მასალების საწყობზე. თავდასხმებში რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს. კიევი ბრალდებებზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S