Accentnews.ge
ვარშავა: ორმა ბელარუსულმა ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

ვარშავა: ორმა ბელარუსულმა ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

01/08/2023 18:51:09 მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორმა ბელარუსულმა ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

" 2023 წ. 1 აგვისტოს პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მოხდა ორი ბელარუსული ვერტმფრენის მიერ, რომლებიც საზღვართან ახლოს ატარებდნენ წვრთნებს. ბელარუსულმა მხარემ წვრთნების ჩატარების შესახებ პოლონური მხარის წინასწარი ინფორმირება მოახდინა", -ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა საზღვარზე კონტროლის გამკაცრების ბრძანება გასცა.

პოლონეთის მთავრობამ აღნიშნული ინციდენტის შესახებ ნატო-ს შეატყობინა, ასევე მომხდარის ასახსნელად პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელარუსის დროებითი რწმუნებული იქნება დაბარებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S