Accentnews.ge
იტალია და საფრანგეთი ნიგერიდან თანამოქალაქეების გამოყვანას გეგმავენ

იტალია და საფრანგეთი ნიგერიდან თანამოქალაქეების გამოყვანას გეგმავენ

01/08/2023 18:39:45 მსოფლიო

იტალია და საფრანგეთი ნიგერიდან თანამოქალაქეების გამოყვანას გეგმავენ.

მიზეზი დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ანტიფრანგული განწყობების გაძლიერებაა. საფრანგეთი ევაკუაციაში ევროპის სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც დაეხმარება.

სამხედრო გადატრიალების შემდეგ დემონსტრანტების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ საფრანგეთის საელჩო იქცა. აქციის მონაწილეები საფრანგეთის საელჩოსთან სკანდირებდნენ "გაუმარჯოს რუსეთს", "გაუმარჯოს პუტინს" და "ძირს საფრანგეთი". მათ საელჩოს შენობის კედლებს ცეცხლი წაუკიდეს.

ნიგერი, რომელიც მდიდარია ურანით, დასავლეთის მთავარი მოკავშირე იყო საჰელში ჯიჰადისტური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და საფრანგეთსაც და აშშ-საც იქ სამხედრო ბაზები აქვთ განთავსებული.

მას შემდეგ, რაც მალის სამხედრო ლიდერებმა 2021 წელს რუსი ვაგნერის დაქირავებულ მებრძოლებთან პარტნიორობა არჩიეს, საფრანგეთმა თავისი რეგიონული ანტიტერორისტული ოპერაციების ცენტრი ნიგერში გადაიტანა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილებაზე ასევე გავლენა იქონია ნიგერის საჰაერო სივრცის დახურვამ, რამაც შეუძლებელი გახადა საფრანგეთის მოქალაქეების მიერ ქვეყნის დამოუკიდებლად დატოვება.

ასევე, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებას სპეციალური რეისით სთავაზობს.

“იტალიის მთავრობამ გადაწყვიტა ნიამეიში ჩვენს თანამოქალაქეებს საშუალება მისცეს ქალაქი დატოვონ იტალიაში სპეციალური რეისით,” - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S