ჩინეთი 1 სექტემბრიდან დრონების ექსპორტს კრძალავს
01/08/2023 15:08:05 მსოფლიო
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, 1 სექტემბრიდან ქვეყანა დრონების, მათი კომპონენტებისა და მათი წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის ექსპორტს დროებით შეზღუდავს.
უწყების ცნობით, აკრძალვა ვრცელდება შორ მანძილზე მოქმედ სამოქალაქო დრონებზე, რომელთა წონა 7 კილოგრამზე მეტია. ასეთ მოწყობილობებს შეუძლიათ, ჰაერში ნახევარ საათზე მეტ ხანს ყოფნა, საგნების ტრანსპორტირება და მათი მიწაზე ჩამოყრა.
"დრონების საზღვარგარეთ გაგზავნა მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის აღების შემდეგ იქნება შესაძლებელი. არსებობს ასეთი მოწყობილობების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების რისკი", – აცხადებენ ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში.
კიევის მოკავშირეები ეჭვობენ, რომ ჩინეთი რუსეთს აწვდის საქონელს, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნეს საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის წინააღმდეგ. პეკინი ამ ბრალდებებს უარყოფს.


