Accentnews.ge
ჩინეთში ღვინის ექსპორტი შემცირდა

ჩინეთში ღვინის ექსპორტი შემცირდა

01/08/2023 13:54:37 ეკონომიკა

მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 45%-ით შემცირდა – 2023 წლის იანვარ-ივნისში ჯამში 219 მლნ 785 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა.

BM.GE–მ ყურადღება მიაქცია, რომ წლის პირველ ნახევარში, ჩინეთთან ვაჭრობაში, ყურძნის ნატურალური ღვინოები ტოპ-საექსპორტო საქონლის რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს – მთლიან ექსპორტში ღვინოს 6.9%-იანი წილი უკავია. ექსპორტის მოცულობა ამ სეგმენტშიც შემცირებულია

მაგალითად, 2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ჩინეთში გავიდა 6.7 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო (1 772 ტონა); 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 7.5 მლნ დოლარის (1 945 ტონა); 2022 წლის იანვარ-ივნისში – 7.1 მლნ დოლარის (2 081 ტონა). რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდა 2017 წლის იანვარ-ივნისის პერიოდს - გავიდა 10.1 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო (2 773 ტონა). 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ჩინეთში 6 მილიონ 039 ათასი დოლარის ღირებულების ღვინო გაყიდა (1 722 ტონა). ამდენად, ექსპორტის ღირებულება 15.7%-ით, ხოლო მოცულობა 17.2%-ით შემცირდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S