Accentnews.ge
ისლანდიამ რუსეთში საელჩო დახურა

ისლანდიამ რუსეთში საელჩო დახურა

01/08/2023 13:36:57 მსოფლიო

ისლანდიის მთავრობის განცხადებით, 2023 წლის 1 აგვისტოდან მოსკოვში ისლანდიის საელჩომ მუშაობა ოფიციალურად შეწყვიტა.

მანამდე ისლანდიამ რუსეთს მოსთხოვა, შეზღუდოს თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობა რეიკიავიკში.

ისლანდიის მთავრობაში და საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რომ საუბარი არ არის დიპლომატიური კავშირების გაწყვეტაზე.

"მოცემულ მომენტში ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა ჩვენი სავაჭრო, კულტურული და პოლიტიკური კავშირები რუსეთთან. ამიტომ საელჩოს მუშაობის გაგრძელება გაუმართლებელია", - განაცხადეს ისლანდიაში გადაწყვეტილების გამოცხადებისას.

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტორდის გილფადოტირმა აღნიშნა, რომ 1944 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან ისლანდია რუსეთთან ურთიერთხელსაყრელ კავშირებს ინარჩუნებდა. მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ოდესმე პირობები რუსეთს და ისლანდიას საშუალებას მისცემს, განაახლონ ნორმალური და ნაყოფიერი ურთეირთობა.

"თუმცა ეს კრემლის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული", - განაცხადა გილფადოტირმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S