
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
01/08/2023 13:21:09 ეკონომიკა
1 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 1.07 თეთრით გამყარდა და ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6215 გახდა.
ევროსთან მიმართებით ლარი 2.86 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.8768 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ბრიტანულ სტერლინგს, ლარი 2.95 თეთრით გამყარდა და ახალი კურსი 3.3555 შეადგენს, ხოლო 1 ლირა კი 9.72 თეთრი ღირს.