ჩინეთი „კონტრჯაშუშურ" საქმიანობაში მოსახლეობას რთავს
01/08/2023 13:06:17 მსოფლიო
ჩინეთში ჯაშუშობის წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყნის მოსახლეობის ჩართვას აპირებენ. ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო იტყობინება.
ქვეყნის კონტრდაზვერვა მოითხოვს მოსახლეობის ფართო მონაწილეობას „ჯაშუშობის საწინააღმდეგო ხაზის გაძლიერების მიზნით" და აპირებს „იმ პირებისა და ორგანიზაციების აღნიშვნა – დაჯილდოებას, რომლებიც აცხადებენ ჯაშუშობის შესახებ ან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ კონტრდაზვერვის მუშაობაში“.
უწყება დაჟინებით მოითხოვს სკოლებში, კულტურის დაწესებულებებში, რადიოში, ტელევიზიასა და ინტერნეტში „კონტრჯაშუშობის“ პროპაგანდის აუცილებლობას.
„აუცილებელია, ხელახლა შეიქმნას არხები, რომლებითაც მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს შეეძლებათ შეტყობინება ქცევის შესახებ, რომელიც მუქარას წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნავს სამინისტრო.
ჩინეთში ერთი თვის წინ ამოქმედდა „ჯაშუშობის წინააღმდეგ ბრძოლის კანონი“, რომლის თანახმად, ყველა სახელმწიფო ორგანო, არმია, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საწარმოები და დაწესებულებები ვალდებული არიან, "თავიდან აიცილონ და აღკვეთონ ჯაშუშობა" ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
აშშ–სა და ევროპაში ჩინეთი არაერთხელ დაადანაშაულეს ჯაშუშურ საქმიანობაში. იგივე პრეტენზიები აქვს ჩინეთსაც.


