უკრაინული დაზვერვა: ყირიმში წინააღმდეგობა მატულობს
01/08/2023 12:25:43 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ანექსირებულ ყირიმში მოსახლეობის მხრიდან რუსული ჯარისთვის წინააღმდეგობის გაწევა მატულობს.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე საოკუპაციო კონტინგენტსა და პროუკრაინულად განწყობილ მოსახლეობას შორის წინააღმდეგობა მკვეთრად არის გაზრდილი.
„სისტემატური ხასიათი აქვს „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებით რუსეთის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებს. ორგანიზატორები და შემსრულებლები სამოქალაქო პირები არიან, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს,“ - ნათქვამია ანგარიშში.


