Accentnews.ge
მიხაილო პოდოლიაკი: ომი მალე საბოლოოდ გადავა "ომის ავტორების" ტერიტორიაზე

მიხაილო პოდოლიაკი: ომი მალე საბოლოოდ გადავა "ომის ავტორების" ტერიტორიაზე

01/08/2023 11:58:19 მსოფლიო

მოსკოვი სწრაფად ეჩვევა სრულფასოვან ომს, რომელიც, თავის მხრივ, მალე საბოლოოდ გადავა "ომის ავტორების" ტერიტორიაზე, რათა მათი ვალები შეაგროვოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი "ტვიტერზე" წერს.

მისი თქმით, ყველაფერი, რაც რუსეთში მოხდება, ობიექტური ისტორიული პროცესია.

"ყველაფერი, რაც რუსეთში მოხდება, ობიექტური ისტორიული პროცესია. მეტი ამოუცნობი დრონი, მეტი კოლაფსი, მეტი სამოქალაქო კონფლიქტი, მეტი ომი", - აცხადებს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, დღეს დილით რუსეთის დედაქალაქზე დრონებით კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა. მოსკოვის მერის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სავაჭრო ცენტრ "მოსკოვი-სიტიში" ერთ-ერთი ცათამბჯენის ფასადი დაზიანდა.

ბოლო სამ დღეში დრონით მეორე თავდასხმა იყო მოსკოვი-სითიდ წოდებულ ცათამბჯენების რაიონზე, სადაც მდებარეობს რუსეთის არაერთი სამინისტროს და კერძო კომპანიების ოფისები და ძვირადღირებული აპარტამენტები.

მოსკოვის მერ სერგეი სობიანინის ცნობით, უპილოტო საფრენმა აპარატმა მიაღწია იმავე კოშკამდე, სადაც დარტყმა იყო 30 ივლისსაც და დააზიანა 21 სართულის ფასადი. სობიანინის თანახმად, არავინ დაშავებულა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით განაცხადა, რომ გასულ ღამით, „კიევის რეჟიმმა“ სცადა „ტერორისტული შეტევა“ ქალაქ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ორი დრონი მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს და ნაროფომინსკის რაიონების ტერიტორიაზე ჰაერში გაანადგურეს, ერთი კი, მოსკოვი-სითის შენობების კომპლექსის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

მაისის დასაწყისიდან მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი შეტევა იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S