ხერსონში ოკუპანტებმა ექიმი მოკლეს
01/08/2023 10:38:26 მსოფლიო
რუსულმა ძალებმა ხერსონში ჯანდაცვის დაწესებულება დაბომბეს, რის შედეგადაც ექიმი დაიღუპა და ექთანი დაიჭრა, - განაცხადა ხერსონის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რომან მროჩკომ.
„დარტყმა ჯანდაცვის ერთ-ერთ დაწესებულებაზე განხორციელდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ექიმი გარდაიცვალა და ექთანი დაშავდა, რომლის სიცოცხლისთვის ახლა ჩვენი ექიმები იბრძვიან“, - თქვა მროჩკომ.
ხერსონის საოლქო პროკურატურაში აცხადებენ, რომ ხორციელდება ზომები აგრესორი ქვეყნის არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულის დასაფიქსირებლად.


