აშშ-მა უვიზო რეჟიმის პროგრამაში უნგრეთის მონაწილეობა შეზღუდა
01/08/2023 10:33:21 მსოფლიო
აშშ-მა უვიზო რეჟიმის პროგრამაში უნგრეთის მონაწილეობა შეზღუდა.
Politico-ს ცნობით, გადაწყვეტილება 2011-2020 წლებში ბუდაპეშტის მიერ გაცემულ ახალი პასპორტების უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრული პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის მოქმედება 2 წლიდან 1 წლამდე შემცირდება და ის მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის იქნება ძალაში.
უნგრეთში აშშ-ის ელჩ დევიდ პრესმანის განმარტებით, ნატურალიზების გამარტივებული პროგრამის ფარგლებში, უნგრეთს ასობით ათასი პასპორტი აქვს გაცემული, და ეს პირადობის შემოწმების მკაცრი მექანიზმების გარეშე მოხდა.
„დიდი ხანია, ვეუბნებით ბუდაპეშტს, ყურადღება მიაქციოს პასპორტების უსაფრთხოების სფეროს, მაგრამ უნგრეთის მთავრობა ამ პროგრამას არ ხურავს“, - წუხს ელჩი.


