
სინოპტიკოსები მაღალი ტემპერატურის ფონზე წვიმასა და სეტყვას პროგნოზირებენ
01/08/2023 10:22:06 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან – სეტყვა.
სააგენტოს განმარტებით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 2-3 აგვისტოს ზოგან +36.+ 38 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 4 აგვისტოს +27, +32 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.