Accentnews.ge
„თბილისი ენერჯი“ გაზის ტარიფის შემცირების შესახებ იუწყება

„თბილისი ენერჯი“ გაზის ტარიფის შემცირების შესახებ იუწყება

01/08/2023 10:17:26 ეკონომიკა

გაზის განაწილების კომპანია „თბილისი ენერჯი“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფების შემცირების შესახებ იუწყება.

კომპანიის ცნობით, ტარიფები შემცირდება პირველი სექტემბრიდან და კუბური მეტრის ღირებულება იქნება 1,24 ლარი ამჟამინდელი 1,35-ის ნაცვლად. ტარიფი იგივე დარჩება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის – 0.539708 ლარი იქნება ერთ კუბურ მეტრზე.

კომპანია ტარიფის ცვლილებას შესასყიდი გაზის ფასის შემცირებითა და დოლართან მიმართებაში ლარის გამყარებით ხსნის.

„კომპანია ახორციელებს ბუნებრივი გაზის იმპორტს და გადახდას აწარმოებს აშშ დოლარში. მომწოდებლების მიერ შესასყიდი გაზის ფასის შემცირების და ამასთან, აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის გამყარების გათვალისწინებით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება შეამციროს არასაყოფაცხოვრებო ტარიფი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S