Accentnews.ge
ოსების პროტესტის ფონზე ვლადიკავკაზში გაუქმდა ქართველი შემსრულებლების კონცერტი

ოსების პროტესტის ფონზე ვლადიკავკაზში გაუქმდა ქართველი შემსრულებლების კონცერტი

01/08/2023 10:06:42 საზოგადოება

ჩრდილოეთ ოსეთში ქართველი შემსრულებლების დათო კენჭიაშვილისა და მეგი გოგიტიძის კონცერტები გაუქმდა. ამის შესახებ, "ეხო კავკაზას" ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრმა სოსლან დიდაროვმა განაცხადა.

კონცერტები ვლადიკავკაზში, რესტორან "თორნეში" შესაბამისად16 და 25 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა როგორც ირკვევა, რესტორნის მფლობელებმა გაითვალისწინეს თხოვნა და გაუქმების გადაწყვეტილებაც მიიღეს. კერძოდ, მანამდე ქართველი არტისტების კონცერტების შესახებ ცნობას ნეგატიურად შეხვდნენ ოკუპირებული ცხინვალის მკვიდრები და პოლიტიკოსები. ოპოზიციურმა პარტია “ედინაია ოსეტიამ” "დაუშვებელი და მკრეხელური" უწოდა ომის 15 წლისთავზე ქართველი მომღერლების კონცერტს "მოძმე ჩრდილოეთ ოსეთში".

მიმდინარე წლის მარტში ქართველი მომღერალი მეგი გოგიტიძე რუსეთის ქალაქებში გასტროლების ფარგლებში ორი კონცერტით წარსდგა ჩრდილოეთ ოსეთში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S