რუსეთში გასული დღის განმავლობაში სულ მცირე, 10 სამხედრო კომისარიატის დაწვა სცადეს
01/08/2023 09:51:27 მსოფლიო
რუსეთში გასული დღის განმავლობაში სულ მცირე, ათი სამხედრო კომისარიატის დაწვა სცადეს.
რუსული მედიის ცნობით, სამხედრო კომისარიატებისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობები პეტერბურგში, ყაზანში, ომსკში, კალუგაში, მოჟაისკში, პოდოლსკში, ვერხნეურალსკში (ჩელიაბინსკის რეგიონი), როსოში (ვორონეჟის რეგიონი) და კოპეისკში (ჩელიაბინსკის რეგიონი) დაფიქსირდა.
"ბაზას" ინფორმაციით, ყველა ეჭვმიტანილმა თქვა, რომ მათ ამის გაკეთება „სატელეფონო თაღლითებმა“ აიძულეს. არც ერთ მათგანს პოლიტიკურ მოთხოვნებზე არ უსაუბრია. უმეტეს შემთხვევაში, ცეცხლის წაკიდების მცდელობებში ქალები მონაწილეობდნენ. კოპეისკში 1 აგვისტოს ღამით, ჩელიაბინსკის მეტალურგიული ქარხნის 54 წლის თანამშრომელმა სამხედრო კომისარიატს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა. ასევე ქალები დააკავეს ვერხნეურალსკსა და მოჟაისკში სამხედრო კომისარიატებზე ცეცხლის წაკიდების მცდელობისთვის. კალუგასა და ყაზანში 78 წლის და 62 წლის პენსიონერები ცდილობდნენ ცეცხლის წაკიდებას. ხოლო ვორონეჟის რეგიონში ცეცხლგამჩენი აალებადი ბოთლით ისტორიის მასწავლებელი დააკავეს.


