Accentnews.ge
ბათუმის აქციაზე დაკავებულთა შორის კიდევ ერთია უკრაინის მოქალაქე

ბათუმის აქციაზე დაკავებულთა შორის კიდევ ერთია უკრაინის მოქალაქე

01/08/2023 09:28:53 საზოგადოება

ბათუმის ნავსადგურში რუსი ტურისტებით დატვირთული საკრუიზო ლაინერის შესვლის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ 23 ადამიანს შორის კიდევ ერთი უკრაინის მოქალაქეა.

დიმიტრი ზერკესკის ადგილმდებარეობა ამ დრომდე არ იციან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, რომელიც დაკავებულის ინტერესებს იცავს. მისი დაკავების გარემოებები ამ ეტაპზე უცნობია.

ზერკესკი უკრაინის მეორე მოქალაქეა, რომელიც 31 ივლისს დააკავეს. მანამდე მედიაში გავრცელდა მარინა ჩობანიანის დაკავების კადრები. ის ამ დრომდე ოზურგეთის იზოლატორში რჩება.

23 დაკავებულიდან 4 ადამიანის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. დაკავებულთა ნაწილი აცხადებს, რომ დაკავების პროცესში პოლიციამ ძალას გადაამეტა.

ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებულები პოლიციამ სხვადასხვა ქალაქებში, ოზურგეთის, სენაკისა და ზუგდიდის წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანა. მათ წვრილმან ხულიგნობას (ასკ, მუხლი 166) და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (ასკ, მუხლი 173) ედავებიან.

გემი ASTORIA GRANDE, ბორტზე რუსული მუსიკალური არხის მიერ ორგანიზებული კრუიზის მონაწილეებით, 31 ივლისს ბათუმში შევიდა, სადაც გემს საპროტესტო აქციით დახვდნენ.

პალაუს დროშით მცურავი გემი ASTORIA GRANDE, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში პირველად 27 ივლისს შევიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S