ბრიტანული დაზვერვა: რუსეთის არმია გადაღლილია და კოორდინაციის პრობლემას განიცდის
01/08/2023 07:49:20 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ, ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქებში, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
უწყების ცნობით, ასეთი ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო, რუსეთის არმია გადაღლილია და მოქმედებების კოორდინირების თვალსაზრისით პრობლემებს განიცდის.
"დიდი ალბათობით, უკრაინის სამხრეთ ნაწილში რუსეთის ჯარის მეთაურობის პრობლემას საარტილერიო საბრძოლო მასალის, რეზერვების და ფლანგების უზრუნველყოფის უკმარისობა წარმოადგენს ", – ნათქვამია ანგარიშში.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ დრონების იერიშები მოსკოვზე და ასევე არმიაში გაწვევის დაჩქარება იმაზე მოწმობს, რომ კრემლს აღარ გააჩნია უნარი, საკუთარი მოსახლეობა ომისგან დაიცვას.


