Accentnews.ge
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: უკრაინამ იერიშის მიტანა სცადა რუსულ ხომალდებზე, რომლებიც შავ ზღვაში გადაადგილდებოდნენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: უკრაინამ იერიშის მიტანა სცადა რუსულ ხომალდებზე, რომლებიც შავ ზღვაში გადაადგილდებოდნენ

01/08/2023 07:00:30 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინამ იერიშის მიტანა სცადა რუსულ ხომალდებზე, რომლებიც შავ ზღვაში გადაადგილდებოდნენ.

უწყების მტკიცებით, შეტევაში სამი საზღვაო დრონი მონაწილეობდა, მაგრამ მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამი საზღვაო უეკიპაჟო კატარღით საპატრულო ხომალდებს „სერგეი კოტოვსა“ და „ვასილი ბიკოვს“ შეუტიეს. მცდელობა წარუმატებელი იყო", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რუსეთმა 25 ივლისსაც განაცხადა, რომ უკრაინამ უეკიპაჟო კატერებით (საზღვაო დრონი) თავდასხმა სცადა გემ „სერგეი კოტოვზე“.

უკრაინამ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმის განხორციელებასთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრალდებები უარყო.

"ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის ოფიციალური პირების ასეთი განცხადებები ყალბია და იოტისოდენა სიმართლესაც არ შეიცავს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

მისი თქმით, უკრაინა სამოქალაქო გემებსა და ობიექტებს არ ებრძვის.

ცნობისთვის: რუსეთმა 18 ივლისიდან დატოვა გაერო–ს და თურქეთის შუამავლობით 2022 წლის ივლისში მიღწეული „მარცვლეულის შეთანხმება", რომლის საფუძველზე შავი ზღვით უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი, მათ შორის აფრიკის და აზიის ღარიბ ქვეყნებში ხორციელდებოდა.

„მარცვლეულის შეთანხმებიდან" გასვლის შემდეგ რუსეთმა შავი ზღვის აკვატორიაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი „სამხედრო დანიშნულების ტვირთების პოტენციურ გადამტანებად“ გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოსკოვი „კონფლიქტში კიევის რეჟიმის მხარეს ჩართულად“ ჩათვლის ქვეყნებს, რომელთა დროშებითაც ეს გემები დაცურავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S