კრივოი როგში გლოვის დღეა
01/08/2023 05:58:50 მსოფლიო
1 აგვისტო გლოვის დღეა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგში, სადაც რუსეთის სარაკეტო დარტყმამ იმსხვერპლა 6 ადამიანის, მათ შორის 1 ბავშვის სიცოცხლე. დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი.
უკრაინის შსს-ს ცნობით, 31 ივლისს, ერთი რუსული რაკეტა მოხვდა უნივერსიტეტის 4-სართულიან შენობას, მეორე კი - საცხოვრებელ კორპუსს, რომელიც ნაწილობრივ დაინგრა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა კრივოი როგზე შეტევისთვის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ მტერი ჯიუტად უტევს ქალაქების ცენტრებს, სახლებს და სამოქალაქო ობიექტებს, თუმცა „ეს ტერორი“ უკრაინას ვერ შეაშინებს და ვერ გატეხს.


