
ბოლო სამ დღეში მოსკოვის ცათამბჯენების რაიონს დრონით 2–ჯერ შეუტიეს
01/08/2023 05:52:28 მსოფლიო
ბოლო სამ დღეში დრონით მეორე თავდასხმა იყო მოსკოვი-სითიდ წოდებულ ცათამბჯენების რაიონზე, სადაც მდებარეობს რუსეთის არაერთი სამინისტროს და კერძო კომპანიების ოფისები და ძვირადღირებული აპარტამენტები.
მოსკოვის მერ სერგეი სობიანინის ცნობით, უპილოტო საფრენმა აპარატმა მიაღწია იმავე კოშკამდე, სადაც დარტყმა იყო 30 ივლისსაც და დააზიანა 21 სართულის ფასადი. სობიანინის თანახმად, არავინ დაშავებულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით განაცხადა, რომ გასულ ღამით, „კიევის რეჟიმმა“ სცადა „ტერორისტული შეტევა“ ქალაქ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ორი დრონი მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს და ნაროფომინსკის რაიონების ტერიტორიაზე ჰაერში გაანადგურეს, ერთი კი, მოსკოვი-სითის შენობების კომპლექსის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
მაისის დასაწყისიდან მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი შეტევა იყო.