Accentnews.ge
თეთრი სახლი – მედვედევის მუქარაზე: "ბირთვულ იარაღის გამოყენება დამღუპველი იქნება მსოფლიოსთვის და ამას მძიმე შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის"

თეთრი სახლი – მედვედევის მუქარაზე: "ბირთვულ იარაღის გამოყენება დამღუპველი იქნება მსოფლიოსთვის და ამას მძიმე შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის"

31/07/2023 18:53:24 მსოფლიო

თეთრი სახლში "უგუნური და უპასუხისმგებლო" უწოდეს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევის მუქარას, რომლის თანახმად, მოსკოვმა შესაძლოა, გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ უკრაინა კონტრშეტევაში წარმატებული იქნება.

"აშშ-ს ჯერ–ჯერობით არ უნახავს რაიმე მინიშნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადებოდეს. მსგავსი იარაღის გამოყენება უკრაინაში ან სადმე დამღუპველი იქნება მსოფლიოსთვის და ამას მძიმე შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის", - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა.

31 ივლისს დიმიტრი მედვედევი კვლავ დაიმუქრა ბირთვული დარტყმით, თუ უკრაინა მოახერხებს, დაიბრუნოს ზოგიერთი ტერიტორია, რომელსაც რუსეთი საკუთრად მიიჩნევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S