Accentnews.ge
სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი კვლავ პროტესტის ფონზე დატოვა

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი კვლავ პროტესტის ფონზე დატოვა

31/07/2023 17:01:03 საზოგადოება

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი კვლავ პროტესტის ფონზე დატოვა.

ბათუმში პროტესტი მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში ჩამოდგა. მომიტინგეები შეძახილებით რუსი ტურისტების ჩამოსვლას აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ, რომ საკრუიზო გემის დანიშნულების ადგილიდან ბათუმის პორტი ამოშლილიყო. აქციის დროს 23 ადამიანი დააკავეს.

„რუსეთი მტერია და არა სტუმარი!", - ამ ლოზუნგით აქცია თბილისში, პარლამენტის შენობის წინაც გაიმართა.

აქციის ფონზე დატოვა ბათუმში პორტი სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა 27 ივლისსაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S