
"რუსეთი მტერია და არა სტუმარი!" : პარლამენტთან აქცია იმართება
31/07/2023 15:42:34 საზოგადოება
თბილისში, პარლამენტთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით "რუსეთი მტერია და არა სტუმარი!" იმართება.
პროტესტის ორგანიზატორები ახალგაზრდული მოძრაობის "ჯიუტი" წევრები არიან.
"სამშობლოს სიყვარული ქაჯობა არ არის", "ფიცი ოკუპანტების დასაცავად დადეთ?", - აქციის მონაწილეებმა ამ წარწერებით ტრანსფარენტები პარლამენტის წინ მიიტანეს.
პარალელურად, ბათუმის პორტთან მოქალაქეები იკრიბებიან. როგორც ისინი აცხადებენ, სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერზე რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებენ. დემონსტრანტების თქმით, ისინი გემს პროტესტის ფონზე გააცილებენ.