
ბათუმის სანაპიროზე გაიხსნა სელფის ახალი კონცეფციისმომსახურების სივრცეები
31/07/2023 11:48:07 ეკონომიკა, რეკლამა
30 ივლისიდან, ბათუმის მაცხოვრებლებისა და ქალაქის სტუმრებისთვის,ხელმისაწვდომი გახდა სელფის ორი, სრულიად ახალი კონცეფციით მოწყობილი მომსახურების სივრცე. ბათუმის სანაპიროზე ორ ადგილას - მეტროპოლი სანაპიროსა დაკონტე ბიჩზე, შესაძლებლობა გაქვთ ეწვიოთ სელფის მომსახურების ახალ სივრცეებს,სადაც დაგხვდებათ:
- თვითმომსახურების ტერმინალი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ სელფის სხვადასხვა ტიპის მომსახურების მიღება;
- Giffer-ი, რომლის მეშვეობითაც უსასყიდლოდ გადაიღებთ დაუვიწყარ ფოტოებს და მომენტალურად შეძლებთ მათ გაზიარებას სოციალურ ქსელებში;
- სელფის დამტენებით, რაც მოგიხსნით მობილურის დასამუხტი წყაროების ტარების აუცილებლობას.
მზიან სანაპიროზე სელფი სრულად იზრუნებს თქვენთვის კომფორტის შექმნასა დადაუვიწყარი მომენტების აღბეჭდვაზე!