
ბათუმში გამართულ სპორტულ ღონისძიებაზე ძალისმიერი სამჭიდის კლუბის "ფაზისი-2011" სპორტსმენმა სალომე თომასიანმა 56კგ. წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო
31/07/2023 09:09:19 რეგიონები, რეკლამა
29-30 ივლისს ქალაქ ბათუმში ჩატარდა "შავი ზღვის ქვეყნების ღია თასის" გათამაშება ძალისმიერ სამჭიდში და სამჭიდის ცალკეულ მოძრაობებში.
აღნიშნულ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ქალაქ ფოთის საცურაო კომპლექსის ფიტნეს მწვრთნელმა და აგრეთვე ძალისმიერი სამჭიდის კლუბ "ფაზისი-2011" -ის სპორტსმენმა სალომე თომასიანმა, რომელმაც 115 კილოგრამი დააფიქსირა და 56 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო!