Accentnews.ge
საელჩო: სადღეისოდ საქართველოში არსებული სამაცივრე მეურნეობების 30% აშშ-ის მხარდაჭერითაა შექმნილი

საელჩო: სადღეისოდ საქართველოში არსებული სამაცივრე მეურნეობების 30% აშშ-ის მხარდაჭერითაა შექმნილი

31/07/2023 08:39:25 პოლიტიკა, ეკონომიკა

საქართველოში აშშ–ის საელჩოს ცნობით, სადღეისოდ ქვეყანაში არსებული სამაცივრე მეურნეობების 30% ამერიკის მხარდაჭერითაა შექმნილი.

საქართველოდან მოცვის ექსპორტი სტაბილურად იზრდება და მხოლოდ შარშან მოგებამ $14 მილიონს გადააჭარბა. ამერიკის მთავრობისთვის ეს განსაკუთრებით სასიხარულოა, ვინაიდან 2018 წლიდან აქტიურად ვეხმარებით მოცვის მწარმოებლებს, ვამარაგებთ მათ თანამედროვე ტექნოლოგიებით და ცოდნით. შედეგად ვიღებთ გაზრდილ შემოსავალს რეგიონებში მაცხოვრებლებისთვის და მეტ სამუშაო ადგილს.

გურიაში ვიზიტისას ელჩი მოცვის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელს ესტუმრა და დაათვალიერა აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით შექმნილი სამაცივრე მეურნეობა, რომელიც უმნიშვნელოვანესია ამ ბიზნესის წარმატებისთვის. ამ სამაცივრე მეურნეობის მეშვეობით Blueberry Farm-ი, რომელსაც საკუთარი წარმოებაც აქვს, მეზობელი მწარმოებლების მოსავალსაც შეიძენს.დღეის მდგომარეობით საქართველოში არსებული სამაცივრე მეურნეობების 30% აშშ-ის მხარდაჭერითაა შექმნილი", – ნათქვამია დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S