Accentnews.ge
ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარტნიორ კლინიკებთან ხელშეკრულებები გაფორმდა: რას ითვალისწინებს პროგრამა

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარტნიორ კლინიკებთან ხელშეკრულებები გაფორმდა: რას ითვალისწინებს პროგრამა

31/07/2023 07:41:16 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარტნიორ კლინიკებთან ხელშეკრულებები გაფორმდა.

18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მოზარდების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის“ პარტნიორ კლინიკებთან ხელშეკრულები გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა ეკატერინე ფესტვენიძემ, თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“, ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრისა“ „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრის“ ხელმძღვანელებმა მოაწერეს.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ეკატერინე ფესტვენიძემ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების უცხოეთში მკურნალობის პროგრამის პრეზენტაციაც გამართა და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც პროგრამა თითოეულ ბენეფიციარს აძლევს. პრეზენტაციები წარმოადგინეს პარტნიორი კლინიკების ხელმძღვანელებმაც - ღონისძიების სტუმრებს, თავიანთი სამედიცინო დაწესებულებები და ამ დაწესებულებებში, ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით, არსებული შესაძლებლობები გააცნეს.

რას ითვალისწინებს პროგრამა

ეკატერინე ფესტვენიძის განმარტებით, პროგრამა მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე - პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე. პარტნიორ კლინიკებს შორის, პაციენტების განაწილება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით მოხდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამას ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს და მისი წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარია. პროგრამის განმახორციელებელია „საქართველოს სოლიდარობის ფონდი.

მისი ინფორმაციით, საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გასხნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S