Accentnews.ge
ბათუმში 19:00 საათზე აქცია დაანონსდა: "კვლავ შევიკრიბებით და მოვითხოვთ დაკავებულების გათავისუფლებას"

ბათუმში 19:00 საათზე აქცია დაანონსდა: "კვლავ შევიკრიბებით და მოვითხოვთ დაკავებულების გათავისუფლებას"

31/07/2023 06:07:42 საზოგადოება

ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი საღამოს, 7 საათზეც შეიკრიბებიან და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

როგორც ერთ-ერთი აქტივისტი ამბობს, მათი დაკავება უკანონო იყო, რადგან აქციის მონაწილეები არც წესრიგს არღვევდნენ და არც პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას.

"ჩვენ კვლავ შევიკრიბებით და ასევე მოვითხოვთ ჩვენი დაკავებული მეგობრების გათავისუფლებას, რადგან მათი დაკავება იყო უკანონო, ისინი არ არღვევდნენ წესრიგს, არ აყენებდნენ შეურაცხყოფას პოლიციელებს და უმეტესობა მათგანი დააკავეს უბრალოდ იმიტომ, რომ აგინებდნენ ამ გემს", - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

ცნობისთვის: დღეს, გამთენიისას ბათუმის პორტში შესული პუტინისტების გემი ჯერ კვლავ პორტში რჩება, მიმდებარე ტერიტორიაზე კი გრძელდება საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა მთავარ მიზნად ლაინერის ბორტზე მყოფი პუტინისტების ქალაქში არშეშვება დაასახელეს. ამ წუთებში ისინი მოითხოვენ, გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დატოვოს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ, რომელმაც საქართველოში რუსი ტურისტები შემოიყვანა, შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო.

საიტზე, რომელზეც ლაინერის რეისების შესახებ ინფორმაციაა მითითებული, მარშრუტში ბათუმი აღარ იძებნება.

მანამდე ცნობილი იყო, რომ ლაინერი ბათუმის პორტში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S